პროექტის მთავარი იდეა: 28 ივლისი C ჰეპატიტთან ბრძოლის დღედ გამოცხადდა.
პროექტის აქტუალობა: ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია თანამედროვე ახალგაზრდებში. ამიტომაც, ჩვენი პროექტით გადავწყვიტეთ მეტი გავიგოთ დაავადების შესახებ.
პროექტის მიზნები: მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტით, სამედიცინო კვლევებით.
მოსწავლეთა ასაკი: 15 წლის.
ვადები -ხანგრძლიობა: 5 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: განსაზღვრავენ და კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :
1.ფერადი ტაბულები
2.ტექსტები.
3.საავადმყოფოდან მოძიებული ავადმყოფის ისტორია.
4.ინტერნეტი, ენციკლოპედია.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობები:
1.სურათები C ჰეპატიტზე.
2. გამომწვევი მიზეზები.
3. მკურნალობა.
4. ჯგუფებად დაყოფა .
5.ფუნქციების განაწილება.
6. პრევენციული ღონისძიებები.
პრეზენტაცია.
I ჯგუფი: წარმოადგენს დაავადების გამომწვევ მიზეზებს.
C ჰეპატიტი - ჩუმი და ვერაგი დაავადებაა, იგი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა. ამბობენ C ჰეპატიტი შიდსის დედაოო. ეს დაავადება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ( ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.
C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20- 30%) 6 თვის შემდეგ თვით გამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. ვირუსი გადაეცემა სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც ადამიანი ინფიცირდება.
II ჯგუფი წარმოადგენს დაავადების ნიშნებს :
C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი 20-80 დღეა. C ჰეპატიტს ახასიათებს როგორც მწვავე ,ისე ქრონიკული მიმდინარეობა. მწვავე C ჰეპატიტის დროს კლინიკური სიმპტომები იშვიათად (10-20%) ვლინდება. ამ დროს აღინიშნება საერთო სისუსტე, დისკომფორტი მარჯვენა მკერდქვეშა მიდამოში. დაავადების ნიშნებია:
1. კანისა და ლორწოვანი გარსის გაყვითლება.
2. დაღლილობის შეგრძნება.
3. ცხელება და ოფლიანობა.
4. გულისრევა, ზოგჯერ ღებინება.
5.ტკივილი მუცლის არეში.
6. უმადობა, ცხიმიანი საკვების შეძულება.
7. ქავილი.
8. წონაში დაკლება .
9. სისხლჩაქცევები.
10. გონების დაბინდვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.
11. ართრიტები (სახსრის ანთება).
12. არა სრულფასოვანი ძილი.
III ჯგუფი წარმოადგენს მკურნალობის დანიშნულებას.
მწვავე C ჰეპატიტი ავადმყოფთა 20-40 %-სთვის მკურნალობის გარეშე სპონტანური გამოჯამრთელებით სრულდება. ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი (24-28 კვირა) და ძვირად ღირებული პროცესია. მწვავე C ჰეპატიტის დროს რაიმე სპეციფიკური დიეტოთერაპია საჭირო არ არის. საკმარისია ალკოჰოლის გამორიცხვა, ასევე სასურველია ჭარბი წონის კორექცია. ციროზით გართულების შემთხვევაში კი დიეტის დაცვა აუცილებელია.
IV ჯგუფი წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებებს:
დაავადების პრევენციას ძალზე ართულებს C ჰეპატიტის პროფილაქტიკური ვაქცინისა და იმუნოგლობულინის არ არსებობა. თუმცა რჩება სხვა გზაც- ყველა იმ ღონისძიების გატარება, რომლებიც ვირუსის გადაცემას აგვაცილებს თავიდან .
ვის უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა HCV ინფექციაზე?
1.ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებს.
2. აივინფიცირებულებს.
3. ჰემოფილიით დაავადებულებს.
4. სისხლის ან სისხლის პროდუქტების რეციპიენტებს.
5. ორგანოტრანსპლანტირებულ პირებს .
6.HCV -პოზიტიური დედების შვილებს .
7. მედპერსონალს, რომელსაც HCV -ინფიცირებულ სისხლთან ჰქონდა შეხება კანქვეშა კონტაქტის (ჩხვლეტა, გაჭრა) ან ლორწოვანზე სისხლის მოხვედრის შემათხვევაში.
საგანთან კავშირი:
ბიოლოგიის კავშირი მედიცინასთან, ქიმიასთან.
პროექტის შეჯამება.
მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით.
მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასების მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი: ნაზი დოლიძე.
ხელძღვანელის ელ. ფოსტა: Ndolidze.52@gmail.com
No comments:
Post a Comment